საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
- პროზის ქართული თარგმანი
- პოეზიის ქართული თარგმანი
- სამეცნიერო ნაშრომის ქართული თარგმანი
- ესეს და დოკუმენტური პროზის ქართული თარგმანი
კონკურსის მიზანია ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი ინიციატივების წახალისება;
კონკურსის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სტუდენტებს და დოქტორანტებს ( 35 წლამდე)
- დიასპორის წარმომადგენლებს უნივერსიტეტში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის საფუძველზე.
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტებმა თავიანთი უნივერსიტეტის კანცელარიაში უნდა წარადგინონ საბუთები და საკონკურსო თარგმანი
- საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლობენ შეუძლიათ თარგმანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარადგინონ მეილზე info@president.gov.ge თანდართული სტუდენტობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
საკონკურსო თარგმანების (წიგნის გამოცემული ქართული თარგმანი ან ნაბეჭდი თარგმანი 3 ეგზემპლარად), მათი ორიგინალებისა (3 ეგზემპლარად) და საბუთების (განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი) უნივერსიტეტის ცენტრალური კანცელარიაში წარდგენა კონკურსანტებს შეუძლიათ 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.